შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა

”თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომრედ არჩეული ზაზა თავაძე არის იმ მოსამართლეთაგანი, ”რომელმაც ორჯერ ჩაშალა ”კაბელების საქმის” განხილვა”.

”შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა, რადგან ბატონი თავაძე არის იმ მოსამართლეთაგანი, რომლმაც ორჯერ ჩაშალა კაბელების საქმის განხილვა. თავაძე დებს პირობას, რომ იქნება ობიექტური. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, თუმცა მაქვს იმედი, რომ ჩემი განწყობა არ გამართლდება და საკონსტიტუციო სასამართლო გათავისუფლდება ხელისუფლების ზეწოლისაგან. სამწუხაროდ, ვხედავთ რა ვითარებაა საერთო სასამართლოების თვალსაზრისით. სკეპტიციზმს ასევე აჩენს ხელისუფლების ინტერესი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში”, - განაცხადა სამუშიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია. ფარული კენჭისყრისას, თავაძეს სხდომაზე დამსწრე პლენუმის 8 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი.