მანანა კობახიძე - ზაზა თავაძის არჩევა მოსამართლეების არჩევანია, რომელშიც ხელისუფლების არც ერთი შტო არ ჩარეულა

მანანა კობახიძე - ზაზა თავაძის არჩევა მოსამართლეების არჩევანია, რომელშიც ხელისუფლების არც ერთი შტო არ ჩარეულა

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს შელახული იმიჯის აღსადგენად ყველაფერს გააკეთდებს.

ამასთან, კობახიძის თქმით, არასწორია საკითხის დასმა ისე, თუ ვისი კანდიდატია ზაზა თავაზე, ვინაიდან ეს მოსამართლეების არჩევანია, რომელშიც ხელისუფლების არც ერთი შტო არ ჩარეულა. „ჩვენ არანაირი კონკრეტული პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო უშუალოდ მოსამართლეების არჩევანზე დამოკიდებული. მე შემიძლია მხოლოდ მივულოცო და წარმატება ვუსურვო ახალ თავმჯდომარეს და იმედი ვიქონიო, რომ ყველაფერი გაკეთდება მისი მხრიდან იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ეფექტური საქმიანობა იყოს უზრუნველყოფილი და ის შელახული იმიჯი, რაც უკავშირდებოდა პაპუაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, ქმედებებს, იყოს აღდგენილი.

კითხვის დასმა ასე, ვისი კანდიდატი იყო ის, სრულიად არასწორია, რადგან ხელისუფლება არ ჩარეულა, ვერც ჩაერეოდა, კანონით ეს უფლებამოსილება გააჩნდათ სწორედ მოსამართლეებს. ხელისუფლების არც ერთი შტო, არც პარლამენტი, არც პრეზიდენტი, მით უმეტეს მთავრობა, არ ერევა ამ საკითხში და ეს არის მოსამართლეთა გადასაწყვეტი. ეს არჩევანი პროცედურის და კანონის დაცვით განხორციელდა“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ირინა იმერლიშვილს აირჩევდნენ, მასაც ასევე მიულოცავდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია.