ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა 5 წლის ნაცვლად 3 წლითა და 7 თვის ვადით მოუწევს

ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა 5 წლის ნაცვლად 3 წლითა და 7 თვის ვადით მოუწევს

ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა 3 წლითა და 7 თვის ვადით მოუწევს. თავაძე უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2010 წლის 30 მარტს დაინიშნა, უფლებამოსილების განხორციელებას კი 2010 წლის 15 ივნისს, ფიცის დადების დღიდან შეუდგა. შესაბამისად, თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2020 წლის 15 ივნისისთვის ეწურება. 

ამასთან, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მხოლოდ 5-წლის ვადით ინიშნება.