სააკაშვილი საქართველოში ჰელოუინზე ჩამოვა

სააკაშვილი საქართველოში ჰელოუინზე ჩამოვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ მიმართვას ავრცელებს.

„დილიდან თვალი გადავავლე ქართულ დებატებს და დისკუსიებს, რამდენიმე დღე მოწყვეტილი ვიყავი. ერთი რამ მინდა გითხრათ. მე არასდროს წინასაარჩევნო გამოსვლებში არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში. საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, ვინც მიკიჟინებს, თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი, დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩემი მომხრეები სამოქალაქო დაპირპისრების ინსიპირირებაში. ჩემი პოზიცია იყო ყოველთვის ძალიან ნათელი. ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას და შემდეგ უკვე ვაპირებდი მეორე ტურისთვის ჩამოსვლას, ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის და რეაგირება ამაზე როგორ უნდა მოხდეს ეს არის ადგილზე მყოფი აქტივისტების და ლიდერების გადასაწყვეტი, რადგან ადგილზე ისინი უკეთესად ხედავენ.

მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და საბოლოო ჯამში მიგვიყვანს გამარჯვებამდე…”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.