თურქეთში მთავრობამ 50 მილიარდიანი ქონება მიითვისა

თურქეთში მთავრობამ 50 მილიარდიანი ქონება მიითვისა

თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ მთავრობამ 200-ზე მეტი კომპანიის 50 მილიარდ ლირად შეფასებული ქონება მიითვისა, ხოლო აღნიშნულ კომპანიებში მომუშავე 30 ათასამდე დასაქმებულის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ″მოძრაობა ჰიზმეთზე″ ფინანსური მხარდაჭერის ბრალდებით თურქეთის უმსხვილეს ინდუსტრიულ საწარმოებს შორის მყოფი კომპანიები და ჰოლდინგები რიგრიგობით მთავრობის მიერ უზუროირებულ იქნა.

განვითარებული მოვლენებით, ერთის მხვრივ საერთო ჯამში 200-ზე მეტი კომპანიის საერთო ბრუნვა 50 მილიარდ ლირაზე მეტია და ამ კომპანიებში დასაქმებული 30 ათასზე მეტი თანამშრომლის ბედიც გაურკვეველია, მეორეს მხრივ კი არსებულ ვითარებაში იმის საშიშროება არსებობს, რომ ეს ყველაფერი უცხოელი ინვესტორების შემცირებას და ქვეყნის წინსვლას შეაფერხებს.

მიტაცებული ჰოლდინგებიდან პირველი დაახლოებით 6 მილიარდ ლირიანი ბრუნვით ″Boydak″ ჰოლდინგია სადაც 12 ათასი ადამიანია დასაქმებული. 7 სხვადასხვა სექტორში 34 კომპანიის მფლობელი ჰოლდინგი, სტამბულის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამოქვეყნებულ თურქეთის უმსხვილეს 500 სამრეწველო კომპანიის ჩამონათვალში 6 კომპანია მოხვდა.

წართმეულ ჰოლდინგებს შორის არის ასევე 10 მილიარდი დოლარის ღირებულების 18 კომპანიის მფლობელი″Koza Ipek″ ჰოლდინგიც. 1948 წელს ბიზნესმენ და გამომცემელ ალი იფექის მიერდაფუძნებულ ჰოლდინგში, სს ″კოზა ოქროს საწარმო″, სს ″იფექ დოღან ენერგეტიკული რესურსების გამოკვლევა და წარმოება″, სს ″კოზა წარმოება და ვაჭრობა″, Rek-tur სარეკლამო და მარკეტინგულიი სავაჭრო კომპანია და იფექ ონლაინ საინფორმაციო მომსახურების მსგავსი კომპანიები შედის.

მმართველობა შეცვლილ კომპანიებს შორის არიან ასევე დუმანქაია (Dumankaya) და ფი იაფიც (Fi Yapı). დუმანქაია, 2014 წელს თურქეთის 500 ჰოლდინგს შორის, ბრუნვის ზრდის კუთხით ყველაზე წარმატებულ 25 კომპანიას შორის მესამე ადგილზე გავიდა.

2006 წელს ფიქრეთ ინანის მიერ დაფუძნებული კომპანია, Fi-Tower, Fi-Life ბრენდებით სხვადასხვა კატეგორიებში დაახლოებით 6 ათასამდე საცხოვრებელი ააშენა. კომპანიას ახლო მომავალში კიდევ 5 ათასამდე საცხოვრებელი აქვს ჩასაბარებელი.

2016 წლის 2 სექტემბერს მმართველობა ჩამოერთვა "ნაქსან ჰოლდინგს", რომელიც გაზიანთეპშია დაფუძნებული. 7 ათასი ადამიანის დამსაქმებელი ჰოლდინგი  4 მილიარდ დოლარის ფარგლებში აქტივებს ფლობს.

ასევე, 2016 წლის 3 სექტრმბერს მმართველობა ჩამოერთვა Kaynak ჰოლდინგს რომლის შემადგენლობაშიც 16 სხვადასხვა სექტორში მოქმედი 30 კომპანია შედის. დაახლოებით 8 ათას 500 ადამიანის დამსაქმებელი Kaynak ჰოლდინგის საერთო წლიური ბრუნვა 1.5 მილიარდი ლირაა.

გაზი უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკური დეპარტამენტის ლექტორის, პროფესორ აზიზ ქონუქმანის განცხადებით, საკუთრების უფლება კაპიტალიზმის აუცილებელი პირობებიდან ერთ-ერთია და საგანგებო მდგომარეობის დროს კომპანიების პირდაპირ სახელმწიფოს მფლობელობაში გადაცემით ეს პრინციპი ფეხქვეშ ითელება.

″რადგან თურქეთის მთავრობა სისტემის გარე რესურსებით მართვას ცდილობს, მთავარი მოსაგვარებელი პრობლემა პირდაპირი ინვესტიციების მომატებაა. თუმცა, თუ ქვეყანაში სამართლებრივი უსაფრთხოება აღარ იქნება, საკუთრების უფლებები დაცული არ იქნება, ინვესტორები თურქეთში ფულის ჩადებისგან თავს შეიკავებენ″ - განაცხადა ქონუქმანმა.

წყარო: http://www.cumhuriyet.com.tr/haber/turkiye/616839/50_milyar_lira_el_degistirdi.html