დღეს რუსეთი პარიზის ცენტრში აღმართულ "სულიერ და კულტურულ ცენტრს" ხსნის, რომელიც მოიცავს ოქროს გუმბათიან მართლმადიდებელ ეკლესიასაც.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ეიფელის კოშკთან აშენებულ კომპლექსს გახსნის კულტურის მინისტრი ვლადიმირ მედინსკი, რადგან პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში გააუქმა პარიზში ვიზიტი სირიაში ომის გამო დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე.
"სულიერი და კულტურული ცენტრი" რუსეთის სახელმწიფომ დააფინანსა. ცნობების თანახმად, ის 187 მილიონამდე დოლარი დაჯდა. ფართოდ გავრცელებული შეფასებით, კომპლექსი ემსახურება რუსეთის ძალისხმევას ძლიერი, რელიგიური, ტარდიციული ფასეულობების დამცველი ქვეყნის იმიჯის შესაქმნელად. პარიზში წელს დეკემბერში მოელიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერს, პატრიარქ კირილეს, რომელმაც ეკლესია უნდა აკურთხოს.