პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ბორჯომში სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყეს.
სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნაში ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქში გამარჯვებული კანდიდატი გედევან ფოფხაძე მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ყველა პოლიტიკური სუბიექტი ვალებულია არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს საარჩევნო სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა. პირდაპირ საარჩევნო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ამის შეუსრულებლობა იწვევს კანონდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.