უნდა დავფიქრდეთ, თუ რა სინდრომია, რა ფაქტორია, როცა ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი მოძალადეებს უჭერს მხარს

უნდა დავფიქრდეთ, თუ რა სინდრომია, რა ფაქტორია, როცა ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი მოძალადეებს უჭერს მხარს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის მანანა კობახიძისთვის ”ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმების 27%-ის მიცემა, ალოგიკური ფაქტია.

”ჩემთვის ალოგიკური იყო, როცა ამ პოლიტიკურმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 27% მიიღო. რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო მათ ამხელა პროცენტი არ მიეღოთ და თუ გნებავთ, იგივე ”თავისუფალ დემოკრატებს”, ოპოზიციის სხვა პროდასავლურ პარტიებს ჰქონოდა ეს პროცენტი - კონსტრუქციულ ოპოზიციას და არა დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ეს არის მოცემულობა და ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, თუ რა სინდრომია, რა ფაქტორია, როცა ჩვენი ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი მოძალადეებს უჭერს მხარს. ჩვენ ამ ამომრჩევლის ხელისუფლებაც ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კეთილდღეობა, რაც ჩვენს პროგრამაშია, მათთვისაც იყოს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მანანა კობახიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელისუფლო პარტიას აქვს მყარი, უპირობო მხარდაჭერა და ამას ”ნაციონალური მოძრაობა” უნდა შეეგუოს.