არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, რაც საქართველოს ევროატლნატიკური კურსისთვის დიდი მიღწევაა

არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, რაც საქართველოს ევროატლნატიკური კურსისთვის დიდი მიღწევაა

საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. ეს საქართველოს ევროატლნატიკური ინტეგრაციის კურსისთვის დიდი მიღწევაა, - შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან საუბარში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გააკეთა.

„საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნებს თან სდევდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ არჩევნების დროს ამაში უჩვეულო არაფერია. დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, მათ შორის აშშ-შიც, პერიოდულად იჩენს თავს მსგავსი პრობლემები. ამიტომ, საკითხი იმაშია, რომ ხელისუფლება დგამს გამჭვირვალე ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და ისეთი ინციდენტების გამოძიება, როგორიცაა ძალადობა, მიმდინარეობს სრულად და გამჭვირვალედ და ეს ხდება კიდეც. ეს დიდი მიღწევაა საქართველოსთვის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისთვის“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.