TheGuardian: თურქეთში უფრო მეტი ჟურნალისტია დაკავებული ვიდრე მთლიანობაში ეგვიპტეში, ჩინეთსა და ირანში

TheGuardian: თურქეთში უფრო მეტი ჟურნალისტია დაკავებული ვიდრე მთლიანობაში ეგვიპტეში, ჩინეთსა და ირანში

ბრიტანელმა ჟურნალისტმა პიტერ პრესტონმა რომელიც 1975-1995 წლებში გაზეთ The Guardian-ის მთავარი რედაქტორი იყო და ეხლაც ამავე გაზეთის მიმომხილველია, თურქეთში ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. პიტერ პრესტონი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ თურქეთში უფრო მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული ვიდრე მთლიანობაში ეგვიპტეში, ჩინეთსა და ირანში.

″თურქეთში მედიაზე ზეწოლა "გენერალი მღელვარებას" აკონტროლებს″ სათაურით გასულ კვირას The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პრესტონი წერს, რომ ხელისუფლებამ მედიაზე ზეწოლით, უარყოფითი გაგებით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

″ეს მსოფლიო რეკორდი სადმე დაწერეთ და დაიტირეთ: ბოლო მონაცემებით, ამჟამად თურქეთის ციხეებში 126 ჟურნალისტია - ეს იმაზე მეტია, ვიდრე მთლიანობაში ეგვიპტეში, ჩინეთსა და ირანში. წარუმატებელი გადატრიალების მცდელობიდან დღემდე კი 2500-მდე თურქმა მწერალმა (მიმომხილველი), რედაქტორმა და რადიო-ტელევიზიის გამომცემელმა სამსახური დაკარგა. ქვეყანა, რომლის ევროკავშირში გაწევრიანებასაც ბოლო დროს ბორის ჯონსონი ითხოვს, პრესის თავისუფლების კუთხით მისი მდგომარეობა ასეთია. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება? სინამდვილეში, რამდენადაც ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, იმდენად ბნელად გამოიყურება, იმიტომ, რომ დაპატიმრებების ორდერი და ბრალდებები მრავალფეროვანი, არეული და ხშირად ძალიან სულელურია. თურქეთში მხოლოდ გიულენთან სავარაუდო კავშირში მყოფ მწერლებს ან და შემთხვევით ტერორიზმის იარლიყით დადანაშაულებულ ქურთ ჟურნალისტებს არ დასდევენ″ - წერს პრესტონი.

პიტერ პრესტონი თავის სტატიას შემდეგნაირად ასრულებს: ″ერდოღანი მარტო დარჩა და აგრესიულ კრიზისს ხომ არ განიცდის? პრესის თავისუფლებასთან ერთად ბევრი სხვა რამეც კვდება, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი ოსტატობით ისე აჩვენებენ თითქოს ყველაფერს აკონტროლებენ. ამას შეგიძლიათ გენერალი (ან საერთო) მღელვარება უწოდოთ″ - განაცხადა მან.

წყარო: http://t24.com.tr/haber/the-guardian-yazari-turkiyede-cin-misir-ve-iranin-toplamindan-daha-fazla-gazeteci-tutuklu-maskaralik,365577