თბილისის საკრებულოში ირაკლი აბესაძის ადგილს დავით ავალიანი დაიკავებს

თბილისის საკრებულოში ირაკლი აბესაძის ადგილს დავით ავალიანი დაიკავებს

ბლოკმა “ერათიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ცენტრალურმა საარჩევნო კომისია თხოვნით მიმართა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების  პარტიული სიიდან 6 წევრი ამოიღონ. ესენი არიან -  ქეთი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე,  ალექსი თაბუაშვილი, ნიკოლოზ ბაჩილავა,  თორნიკე ხუციშვილი, ნინო ბაბუნიძე.

პარტიის ეს თხოვნა ცესკო-მ ხმათა უმრავლესობით დააკმაყოფილა.

ამასთან, იმის გამო, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კერძოდ პროპორციული სიის მიხედვით მიღებული შედეგით,  თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე საქართველოს პარლამენტში გადადის. „ნაციონალებს“ ერთი ადგილი უთავისუფლდებათ საკრებულოში.

„ნაციონალური მოძრაობის“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობისთვის შედგენილი პარტიული სიის მიხედვით,  აბესაძის ადგილი საკრებულოში უნდა დაეკავებინა ქეთი ქოჩორაშვილს. თუმცა ცესკო-ს მიერ პარტიის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და 6 პირის პარტიული სიიდან ამოღების შედაგად,  ქეთი ქოჩორაშვილის ნაცვლად, საკრებულოში ირაკლი აბესაძის ადგილს დავით ავალიანი დაიკავებს.

დავით ავალიანი თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელია.