ზურაბ ტყემალაძე აქტიური პოლიტიკიდან მიდის

ზურაბ ტყემალაძე აქტიური პოლიტიკიდან მიდის

"მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აქტიური პოლიტიკიდან მიდის. როგორც ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში, პარტიის ყრილობისთვის მიიღებს, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

"ცხოვრებიდან და პოლიტიკიდან მთლიანად გაქრობას არ ვაპირებ, მაგრამ აქტიური პოლიტიკის გადაბარება მოხდება ახალგაზრდებზე. მე ვფიქრობ, თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომაზეც. ”მრეწველები” არ გაქრებიან, ”მრეწველები” იქნებიან. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდები წამყვან პოზიციებს დაიკავებენ ", - განაცხადა ტყემალაძემ.