ყირგიზეთში, კონსტიტუციის ორიგინალი დაიკარგა

ყირგიზეთში, კონსტიტუციის ორიგინალი დაიკარგა

ყირგიზეთის სახელმწიფოს ძირითადი კანონის - კონსტიტუციის ორიგინალი დაიკარგა.

კონსტიტუციის დაკარგვის შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ყირგიზეთის პარლამენტში, მეორე მოსმენით განიხილავდნენ ყირგიზეთის კონტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს.

კანონპროექტის განხილვისას სოციალისტური პარტიის - "Ата-Мекен"-ის წევრმა, ხელისუფლების წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, სახელმწიფოს ძირითადი კანონის ორიგინალი წარედგინათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმიანისტრაციაში კონსტიტუციის მხოლოდ ასლები ინახება.

"ვიდრე ჩვენ ცვლილებებს შევიტანთ, საჭიროა ორიგინალი მოიძებნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვეველი იქნება, სად შეგვაქვს ცვლილებები",- აცხადებს ყირგიზეთის ყოფილი პროკურორი, დეპუტატი აიდა სალიანოვა.

სოციალისტებმა ასევე მოითხოვეს, კონსტიტუციის ორიგინალის მოსაძიებლად, სპეციალური კომისია შეიქმნას.