შეუძლებულია ერთდროულად ხელისუფლებას თან ეძახდე უნიათოს და თან უზურპაციაში ადანაშაულებდე

შეუძლებულია ერთდროულად ხელისუფლებას თან ეძახდე უნიათოს და თან უზურპაციაში ადანაშაულებდე

ყველაფერში შეიძლება „ქართული ოცნების“ დადანაშაულება, მაგრამ ძალაუფლების უზურპაციაში ვერ დაადანაშაულებ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 4 წლის განმავლობაში ამისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი ჰქონდა, მაგრამ არ გამოუყენებია და არც შემდეგ იქნება გამოყენებული.

„შეუძლებულია ერთდროულად ხელისუფლებას თან ეძახდე უნიათოს და თან უზურპაციაში ადანაშაულებდე, მსგავსი რამ არ ხდება. რაც შეეხება უმრავლესობას, ამ 4 წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა აბსოლუტურად სრული ბერკეტი ნებისმიერი ცვლილების გასატარებლად, ყველაფერი, რაც არის ძალაუფლების კონცენტრაციისთვის საჭირო, ნებისმიერი კანონის მისაღებად და პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. ერთადერთი რისი საშუალება არ იყო დღემდე, ეს იყო კონსტიტუციის შეცვლა და კონსტიტუციის შეცვლით არ ხდება ძალაუფლების უზურპაცია, ამის სურვილი რომ ვინმეს ჰქონდეს“, - განაცხადა სუბარმა.