ცესკომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის საფუძველზე პარტიული სიიდან 6 პირი ამოიღო

ცესკომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის საფუძველზე პარტიული სიიდან 6 პირი ამოიღო

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს საკრებულოს 2014 წლის არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიიდან 6 პირის ამოღების თხოვნით მიმართა.

ცოტა ხნის წინ, ცესკო-ს წევრებმა სხდომაზე კენჭი უყარეს აღნიშნულ საკითხს და დააკმაყოფილეს მოთხოვნა.

"ნაციონალური მოძრაობის" სიიდან მოხსნილია შემდეგი 6 პირები: ქეთი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე, ალექსი თაბუაშვილი, ნიკოლოზ ბაჩილავა, თორნიკე ხუციშვილი და ნინო ბაბუნიძე.