საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ კამპანიას რეალურად ჰქვია მხარი დავუჭიროთ სააკაშვილს, ადამიანების წამებას და ყველა საშინელებას, რაც 9 წელი ხდებოდა

საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ კამპანიას რეალურად ჰქვია მხარი დავუჭიროთ სააკაშვილს, ადამიანების წამებას და ყველა საშინელებას, რაც 9 წელი ხდებოდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის შეფასებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ კამპანიის ყველა მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია.

„ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კამპანიაში მონაწილეობს, ძალიან მარტივად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. მათ კამპანიას რეალურად ჰქვია მხარი დავუჭიროთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მხარი დავუჭიროთ მიხეილ სააკაშვილს, მხარი დავუჭიროთ ადამიანების წამებას, კერძო საკუთრების შელახვას და იმ ყველა საშინელებას, რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში. თვითონ სათაურიც და მიმართვის ადრესატებიც ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ, ლაპარაკობენ პროდასავლურ ძალებზე და ჩამონათვალში არის „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც არც დასავლეთია, არც აღმოსავლეთი, არც სამხრეთი და არც ჩრდილოეთი. ეს არის ხმა წარსულიდან და მეტი არაფერი; ან მიმართავენ ბურჭულაძეს, რომელიც კრემლიდან ნებისმიერ დასტვენაზე მიქრის, იქ კონცერტებს აწყობს და უმღერის დითირამბებს; ან „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დასავლეთში, მე არ ვიცი, რა იგულისხმება. დასავლეთში იყო ჰიტლერი, რომელიც ატარებდა იმ პოლიტიკას, რასაც ისინი ატარებდნენ, სხვა დასავლეთთან „ნაციონალურ მოძრაობას“ კავშირი არა აქვს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შესაბამისად, მისი თქმით, თუ ვლაპარაკობთ დასავლეთზე და ღირებულებებზე, ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია და ზოგადად, ის გეზი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება.