არასამთავრობოები ფიქრობენ, ჩვენც იგივე არ გავაკეთოთ, რაც ”ნაცმოძრაობამ” გააკეთა, როდესაც ათასჯერ გააუპატიურა კონსტიტუცია

არასამთავრობოები ფიქრობენ, ჩვენც იგივე არ გავაკეთოთ, რაც ”ნაცმოძრაობამ” გააკეთა, როდესაც ათასჯერ გააუპატიურა კონსტიტუცია

არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ჩვენც იგივე არ გავაკეთოთ, რაც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა, როდესაც ათასჯერ გააუპატიურა კონსტიტუცია, - ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ რადიო ”პალიტრის” ეთერში, "საღამოს თოქ შოუში" განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მიზნად ისახავს ერთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას.

”მე მგონია, რომ პასუხისმგებლიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, კარგად ხედავს და აფასებს თუ რა ხდება. ხოლო ის განცხადება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გაავრცელა, ეს არის წმინდა პოლიტიკური სახის განცხადება და წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, და არაფრად აგდებს საზოგადოების აზრს. ვითომდა საზოგადოებას ანალიზის უნარი არ გააჩნია და ამ ადამიანებს აქვთ მხოლოდ ანალიზის უნარი. ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომ მხარი დაუჭირონ ”ნაციონალურ მოძრაობას”. თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ გაანალიზეს სიტუაცია. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ჩვენც იგივე არ გავაკეთოთ, რაც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა, როდესაც ათასჯერ გააუპატიურა კონსტიტუცია, სწორედ ამიტომ ისინი მხარს უჭერენ ”ნაციონალებს” .

ჩვენ არასდროს ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს ახასიათებდა ”ნაციონალური მოძრაობას”, რომელმაც თავის თავზე მოირგო კონსტიტუცია და მიხეილ სააკაშვილისთვის მზადდებოდა რბილი დასაფრენი ადგილი პრემიერის პოსტზე”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.