გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს

გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ 30 ოქტომბერს, როდესაც იქნება არჩევნების მეორე ტური, ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. მინდა გამოვხატო მადლიერება ჩვენი ამომრჩევლისადმი. მინდა პატივსცემა გამოვხატო ყველა არჩევანის მიმართ, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა. ჩვენ წინ გვაქვს კიდევ მეორე ტური და მიდა ვუთხრა ამომრჩეველს, რომ მაღალი აქტივობა საჭიროა“, -აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ამ არჩევნებზეც ნაჩვენები იქნება ის მაღალი სტანდარტი, როგორიც იყო 8 ოქტომბერს. „მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, იქნება უკლებლივ რეალიზებული და განხორციელებული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.