მსოფლიო საგასტროლო ტური “ On the Run” მაკარტნიმ გასული წლის დასაწყისში წამოიწყო. სერ პოლის მტკიცებით მას 1 ივლისს, დანიურ ქალაქ ჰორსენში დაასრულებს.
ამჟამად მუსიკოსი მექსიკაში იმყოფება. 5 მაისს ქალაქ გვადალახარაში ერთი კონცერტი უკვე ჩაატარა. ბრიტანელს 8 მაისს სახელგანთქმულ “აცტეკას” სტადიონზე ვიხილავთ, 10 მაისს კი მეხიკოში უფასო ღონისძიებას გამართავს. წინასწარი მონაცემებით, ამ კონცერტს 150 ათასი ადამიანი დაესწრება.
გუშინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის დღეებში მაკარტნი ქალაქ ლონდონში ორ კონცერტს გამართავს. თავად მუსიკოსს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. კულუარული ცნობებით, ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა მასთან მოლაპარაკება უკვე გამართეს და მომღერალი კონცერტების ჩატარებაზე დაიყაბულეს