იან გილანმა და ტონი აიომიმ ალბომი ჩაწერეს

იან გილანმა და ტონი აიომიმ ალბომი ჩაწერეს

გასული წლის დასასრულს “Deep Purple”-ს წევრმა იან გილანმა და მისმა კოლეგამ “Black Sabbath”-იდან ტონი აიომიმ ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბეს. მისი სახელწოდებაა “WHOCARES”. ზემოთდასახელებული ორი მუსიკოსის გარდა ამ ჯგუფში იასონ ნიუსტედი, ჯონ ლორდი და ნიკო მაკბრაინი გაერთიანდნენ.

2011 წლის დეკემბერში გილანი-აიომის წყვილმა კომპოზიცია “Out Of My Mind” ჩაწერა. საინტერესოა, რომ ეს ორი მუსიკოსი ერთად ჯერ კიდევ 1984 წელს თანამშრომლობდა, როდესაც ალბომი “Born Again” გამოუშვეს.

გუშინ ბრიტანულ მუსიკალურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჯგუფი “WHOCARES”-ის წევრებმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულეს. ამ ნამუშევრის სახელწოდება ჯგუფის დასახელების იდენტურია და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 22 ივნისს იხილავს.

ალბომში 12 კომპოზიცია იქნება განთავსებული. "WHOCARES”-მა ორი ახალი სიმღერა ჩაწერა. დანარჩენი კომპოზიციები “Deep Purple”-სა და “Black Sabbath”-ის პოპულარული სიმღერების ე.წ. ქოუვერ ვერსიები იქნება.