როგორც ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და გავაკეთე ჩემი არჩევანი, -ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, შსს-მ დღევანდელი დღისთვის დამატებითი ზომები შეიმუშავა, რომ არჩევნები უსაფრთხო, თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და ყველას მიეცეს საშუალება, თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება.
"მოვუწოდებ ყველას, გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და მოიხადონ თავისი მოქალაქეობრივი ვალი. მეც, როგორც ჩემი ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, ეს ვალი მოვიხადე და გავაკეთე ჩემი არჩევანი. თუ ვის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი, ამას არ გეტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ მე გახლავართ შსს-ს მინისტრი და მინდა, რომ შსს-ს ყველა თანამშრომელი იყოს თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში ისევე, როგორც ყველა ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება“, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.