ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდნარეობს, თუმცა დაფიქსირდა რადენიმე დარღვევაც. ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძირითადი დარღვებები დაფიქსირებულია წილისყრის პროცედურებთან, ასევე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის არასათანადი მოქცევასთან დაკავშირებით.
„რამდენიმე უბანზე გამოვლინდა დარღვევა გადასატანი ყუთების შეთხვევაში, როდესაც წილის ყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ან უკვე წილისყრის ჩატარების შემდეგ უარი თქვეს გადასატანი ყუთების წაღებაზე. საუბარია მთაწმინდის 20-ე,16-ე,26-ე უბნებზე, ჩუღურეთის 14-ე და 32-ე, დიდუბის 38-ე, ნაძალადევის 51-ე, თელავის რანდენიმე უბანზე“,-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, საია-მ მოიპოვა დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ საუბნო საარჩევნო კომიის თავმჯდომარეების მიმართ ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაცემულია დირექტივა, რომ კომისიის წევრები, რომლებიც უარს იტყოდნენ ამ პროცედურაში მონაწილეობაზე, მთელი დღის განმავლობაში დარჩებოდნენ უფუნქციოდ ან შეასრულებდნენ თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
გარდა ამისა, როგორც ნაცვლიშივლმა აღნიშნა, 7 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვამელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავდა, კემჭისყრის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაეშვა, ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ დატოვებენ საარჩევნო უბანს.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონს“,- განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.