დავით ბაქრაძე:  დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად უარს ვეტყვით უნიათობას

დავით ბაქრაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად უარს ვეტყვით უნიათობას

"ძალიან კარგი განწყობა მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა, ჩვენ ყველა ერთად, უარს ვეტყვით უნიათობას; უარს ვეტყვით ტყუილს და დაპირისპირებას და ყველა ერთად ავირჩევთ ღირსეულ, დამშვიდებულ, წინ მიმავალ საქართველოს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბანზე მისვლისას.

ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში მშვიდობიანი და ღირსეული არჩევნები ჩატარდება. ის მოუწოდებს მოსახლეობას მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყნის მომავალს.

„მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს,  მობრძანდეს და მშვიდ, წყნარ ვითარებაში დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო თვეების მანძილზე ხელისფულება ყველაფერს აკეთებდა არეულობის, შიშის განცდის დასამკვიდრებლად. მის დასამკვიდრებლად, რომ ქვეყანაში რაღაც ცუდი უნდა მოხდეს არჩევნების დღეს. მე ყველას ვეუბნები, არაფერი ცუდი არ მოხდება, ყველა ერთად მობრძანდით, ხმა მიეცით თქვენს მომავალს, თქვენი ოჯახის, თქვენი ქვეყნის მომავალს და ყველამ ერთად ავირჩიოთ უკეთესი საქართველო. საქართველო, რომელიც მიდის წინ, საქართველო რომელიც ვითარდება",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.