თინა ხიდაშელი:  ხმა მივეცი ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს

თინა ხიდაშელი: ხმა მივეცი ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს

ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი მეტი თავისუფლებისთვის, უკეთესი საქართველოსთვის, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, მან ხმა მისცა პარლამენტს, სადაც იქნება კანონშემოქმედებითი პროცესი.

„ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი მეტი თავისუფლებისთვის, უკეთესი საქართველოსთვის. საქართველოში, სადაც ქვეყანას ეყოლება პარლამენტი, რომელიც დებატების საშუალებას გააჩენს, პარლამენტი, სადაც იქნება კანონშემოქმედებითი პროცესი, პარლამენტი, სადაც დეპუტატებს არასდროს ექნებათ კვორუმის შეკრების პრობლემა. ჩვენ ხმა მივეცით ისეთ საქართველოს რომლისკენაც ყველა ერთად ვისწრაფვით, ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს. მინდა, ვთხოვო ამომრჩეველს, დასავლეთში და აღმოსავლეთში, ქალაქებსა და სოფლებში, არ დაიზარონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ამ ერთ დღეს ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მომავალზე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.