2012 წელს, 4 წლის წინ ქართველმა ხალხმა გააკეთ არჩევანი, თუ რა აღარ უნდოდა და ვინ აღარ უნდოდა, 2016 წელს არჩევანია გასაკეთებელი იმის შესახებ, რა გვინდა და ვინ გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებს საქართველო შეხვდა მეტი პოლიტიკური თავისუფლებით, ამომრჩეველს მეტი საშუალება აქვს, გააკეთოს პირადი არჩევანი სამშობლოსა და საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის. მეტი თავისუფლება ყველას მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დარწმუნებული ვარ, დღეს ქართველი ერი იქნება პასუხისმგებლობით აღსავსე და მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლის თაობაზე, რაც შესაძლებელია იმ პოლიტიკური პარტიებიდან, ვინც არჩევნებში მონაწილეობს. მე გავაკეთე არჩევანი და ვიქნები ამ არჩევანზე პასუხისმგებელი“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.