ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ახალგაზრდების ჯანმრთელობას და უკეთეს განათლებას. მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, როდესაც ისინი დარჩებიან თავისი საკუთარი სინდისის წინაშე, გააკეთებენ არჩევანს კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.