საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლებს ორი კომპანია ატარებს - TNS და GFK
კომპანია TNS ეგზიტპოლებს ტელეკომკანიების GDS-ის, „მაესტროს“, „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩაატარებს, GFK კი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით.
TNS-ის საველე სამუშაოებს კომპანია „გორბი“ შეასრულებს, ხოლო GFK-ს საველე სამუშაოებს - კომპანია „ბისიჯი“.
ეგზიტპოლების შედეგები არჩევნების დასრულებისთანავე, 20:00 საათზე გახდება ცნობილი.