"IRI-ის მისიის ხელმძღვანელის, სტივენ ნიქსის განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოში იმისთვის იმყოფება, რათა ქვეყანას საარჩევნო პროცესების გაუმჯობესებაში დაეხმაროს.
მისი განმარტებით, მათ არჩევნებზე დაკვირვების დეტალური მეთოდოლოგია აქვს.
"ეს გულისხმობს, რომ უნდა ვესწრებოდეთ პროცესს და ჩავინიშნოთ, რაც საჭიროებას წარმოადგენს და შემდგომ მოხსენება წარუდგინოთ მოსახლეობას. ჩვენი ინფორმაცია მოიცავს არჩევების შემდგომ მოხსენებასაც. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით იმისთვის, რომ ქვეყანამ გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესები. თუ გვექნება რეკმენდაციები, მივაწვდით საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს. ასევე, ცესკოს მისამართით შეგვიძლია წარვადგინოთ რეკომენდაციები სხვადასხვა მარეგულირებელი საკითხების თვალსაზრისით. ჩვენ ამას გავაკეთებ არა იმისთვის, რომ გავაკრიტიკოთ არსებული მდგომარეობა, არამედ დავეხმაროთ ქვეყანას საარჩევნო ადმიანისტრაციის ფუნქციონირებისა და დემოკრატიის დონის თვალსაზრისით, რათა მან თავისი ადგილი დაიკავოს ევროპულ სტრუქტურებში",- აღნიშნა სტივენ ნიქსმა.