კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე დღეს ხმაური იყო, სადაც მეორე დღეა ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართვის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობდენ.
ხმაური კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, კომისიამ 1 ოქტომბერს არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღღვევის გამო „რუსთავი 2“- ს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ოქმი საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება დღესვე, ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ გაეგზავნა მოთხოვნა ორი დღის ვადაში წარადგინონ სოციოლოგიურ კვლევაზე ჩატარებული დოკუმენტაცია.