საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს

"საქართველოში ძალაუფლების წყარო არის ხალხი, ხალხი ამ ძალაუფლებას არჩევნების გზით ახორციელებს.  ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო. ჩვენ მივდივართ არჩევნებზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი და გავაძლიეროთ დემოკრატია. თავისუფალი ხალხი, თავისუფალ არჩევნებზე განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს, ამიტომ მივიდეთ არჩევნებზე და ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე", -  აცხადებს გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო მიმართვაში.