ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს 17 სპორტული მოედანი განახლდა

ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს 17 სპორტული მოედანი განახლდა

ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების აღდგენა-რეკონსტრუქცია გრძელდება. სამუშაოები დასრულდა 5 მისამართზე, სულ, 2016 წლის განმავლობაში 17 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა  რეაბილიტაცია.  მათ შორის არის გვაზაურის ხევში არსებული მოედანი, რომელიც ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით გოგიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

„რაიონში მცხოვრები ახალგარზრდებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ ნაძალადევის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს სპორტული მოედნების განახლებას. გვაზაურის ხევის მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა მოედნის აღდგენას. ჩვენ გავითვალისწინეთ ადგილობრივების თხოვნა და ახლა უკვე მათ კეთილმოწყობილი სტადიონი აქვთ“ - განაცხადა დავით გოგიძემ.

პროექტის მიხედვით, ჩვიდმეტივე მოედანზე დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით.  2016 წლის განმავლობაში სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 394 500 ლარი გამოყო.