მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული ოქმის შედგენა, საქართველოში არყოფნის გამო ვერ ხერხდება

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული ოქმის შედგენა, საქართველოში არყოფნის გამო ვერ ხერხდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი უნდა შედგეს პიროვნების შესახებ, რომელიც იმყოფება უშუალოდ ქვეყანაში. თუკი ის არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას არანაირი აზრი არ აქვს,- განაცხადა ცესკო-ს პრესსმდივანმა ამა მიქელაძემ კითხვაზე, რატომ არ რეაგირებს ეფექტურად ცესკო მიხეილ სააკაშვილის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობაზე.

  „თუ პირი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე,  ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას არანაირი აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერანაირი კანონმდებლობა ვერ დაავალდებულებს მას ამ სახდელის გადახდას ან სანქციის შესრულებას:,- აღნიშნა მიქელაძემ.

მისივე თქმით,  საარჩევნო კანონმდებლობაში  სწორედ ეს მუხლის გახდა იმის საფუძველი , რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ მოახდინა იმ ტიპის რეაგირება რა ტიპის რეაგირებაზეც აქვთ საუბარი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. თუმცა ამ საკითხზე დამატებით იმსჯელებს კიდევ საარჩევნო ადმინისტრაცია.