ჰეიდი ჰაუტალა: საქართველოს მიღწევები აუცილებლად  უნდა იქნეს აღიარებული

ჰეიდი ჰაუტალა: საქართველოს მიღწევები აუცილებლად უნდა იქნეს აღიარებული

საქართველომ დიდი ცვლილებები განიცადა ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც ევროკავშირმა უნდა აღიაროს და არ უღალატოს ქვეყანას უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით- წერს ევრონესტის  საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ფინელი დეპუტატი ჰეიდი ჰაუტალა.

საქართველო ერთ-ერთი უიშვიათესი ნათელი სხივია აღმოსაველთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

ამიტომ, მით უფრო სამწუხაოა, რომ 8 ოქტომბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე გახანრგძლივდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმზე შეთანხმება. ეს სამწუხაროა, რადგან კომისიამ თითქმის ერთი წლის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა აუცილებელი მოთხოვნა ჰქონდა შესრულებული.

ოთხშაბათს გამართულ მოლაპარაკებებში მიდმივმოქმედ წარმომადგნელთა კომიტეტის მიერ გაჟღერებული პოზიცია იმედისმომცემია, რადგან კომიტეტს ემჩნევა, რომ საბოლოოდ გადალახა მისი ადრინდელი ეჭვები საქართველოს მოქალაქეებისადმი უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების შესახებ. იდეალურ შემთხვევაში პროცესი შეიძლება წლის ბოლომდე დასრულდეს. თუმცა, მისი შედეგი  დაკავშირებულია არსებული რეჟიმის შეწყვეტის ახალი მექანიზმის ძალაში შესვლასთან, რაც კვლავაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარლამენტს შორის მოლაპარაკებებს ექვემდებარება.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-თავმჯდომარის რანგში პირადად გავეცანი  საქართველოს  მიერ მიღწეულ წინსვლას. ევროკავშირმა საქრთველოს ძალისხმევას უნდა უპასუხოს იმის დემონსტრირებით, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმები საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანია. ევროკავშირმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და ქვეყანაში შემდგომი დემოკრატიული განვითარება წაახალისოს.

საქართველომ უძლიერესი პოლიტიკური ნება აჩვენა ევროკავშირის ყველა აღმოსავლეთ პარტნიორს და დაუდასტურა, რომ საზოგადოების რეფორმირება შეუძლია ევროპული ფასეულობებისა და პრინციპების შესაბამისად. ზოგიერთი ეს რეფორმა მოიცავს ადამიანის უფლებების სფეროში ახლახანს დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას. სხვა ზომებიც განხორციელდა უმცირესობებისა და ქალების ჩართულობის, მედიის თავისუფლებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაზრდელად.

იმედი მაქვს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი გააგრძელებს ამ რეფორმების განხორციელებასა და მეთვალყურეობას.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, ევროპის პარლამენტის მრავალეროვნულ ორგანოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტებში სრულიად ახალი მიდგომა დაინერგა, რომელიც პრაქტიკულ თანამშრომლობას გულისხმობს ეროვნულ კანონმდებლობაში ასოცირების შეთანხმების შემადგენელი ევროკავშირის დირექტივების ასახვის მიზნით. ამგვარი საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობა და სარგებლიანობა კომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის მიერაც იქნა აღიარებული.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრები მნიშვნელოვან ხმად და მრჩევლად გვევლინება მთავრობისა და პარლამენტისთვის. სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის გაძლიერებული თანამშრომლობა უნდა დაფასდეს.

ევროკავშირმა არ უნდა „წაიყრუოს“ საქართველოს საზოგადოებაში არსებული ძლიერი პოზიტიური განწყობა. ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და შემდგომი დაგვიანების გარეშე დავასრულოთ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი. საერთო ჯამში ეს აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის სანდოობისა და წარმატებისთვის.

http://www.euractiv.com/section/europe-s-east/opinion/georgias-achievements-must-be-recognised/