არასამთავრობო ორგანაზაციებმა ოთხთვიანი  წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასეს.

ერთობლივი ბროფინგი „სამართლიანმა არჩევნებმა",  საია-მ და „საერთაშორისო გამჭვორვალობა-საქართველომ გამართეს.  ისინი წინასაარჩევნო პერიოდს, მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, დადებითად აფასებენ.

„მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა,  დღევანდელი წინასაარჩევნო გარემო არის ბევრად გაუმჯობესებული, ვიდრე  გვქონდა 2012 წელს. ვფიქრობთ, რომ არჩევნების დღეს ამომრჩეველი გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს  და მათ არჩევანზე განსაკუთრებული გავლენა ამ გამოწვევებს არ მოუხდენია”,- აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა, ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით კარგად მოქმედებდა  წინასაარჩევნო პერიოდში მედია, პოლიტიკური პარტიების წამომადგენლებს ქონდათ საშუალება, ინფორმაცია მიეწოდებინათ ამომრჩევლისთვის, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა,  პარტიების დაფინანსების სისტემა  არის უფრო მეტად გამჭვირვალე, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მოიპოვოს ინფორმაცია პარტიების დონორებთან დაკავშირებით.

„აუდიტის სამსახური იყო დამოუკიდებელი თავის ქმედებებში და რეაგირებდა ყველა ტიპის, მათ შორის მმართველი პარტიის დარღვევებზე. ცხადია, ეს გვაფიქრებინებს, რომ აუდიტი მოქმედებდა დამოუკიდებლად. ჩვენ არ გვქონია ბევრი შემთხვევა იმისა,  რომ რომელიმე კომპანიას ესაუბრა ზეწოლაზე, რათა შემოწირულობა განეხორციელებინა მმართველი პარტიის სასარგებლოდ“,-აღნიშნა ეკა გიგაურმა.

გარდა ამისა, როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, ტელეკომპანია GDS-ზე გადიოდა გადაცემა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, ამ შემთხვევაში ყოფილი პრემიერი ახორციელებდა მმართველი პარტიის სასარგებლო კამპანიას, ეს განიხილება, როგროც უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება და იყო პრობლემური.

რაც შეეხება ეგზიტპოლებს, გიგაურის თქმით,  საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთ სენსიტიურ პროექტებში არ უნდა იყოს ჩართული და ამისთვის ბიუჯეტის თანხები არ უნდა იხარჯებოდეს.