“პარტიის ხელმძღვანელობამ აშკარად დაიწყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელება “

“პარტიის ხელმძღვანელობამ აშკარად დაიწყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელება “

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი პარტიის დატოვების შესახებ აცხადებს.

შაქრო კობაიძე ამბობს, რომ ბოლოდროინდელი პროცესების განვითარების შემდგომ, პარტიის ხელმძღვანელობამ აშკარად დაიწყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელება და შექმნა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე.

კობაიძის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ, იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელება.

"მე, შაქრო კობაიძე წლების განმავლობაში ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი, შემდგომში, პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გავწევრიანდი, რადგან მჯეროდა "ნაციონალური მოძრაობის” კეთილი მიზნების, მაგრამ ბოლოდროინდელი პროცესების განვითარების შემდგომ, პარტიის ხელმძღვანელობამ აშკარად დაიწყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელება და შექმნა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე, ბოლო პერიოდში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელება, რის გამოც პარტიის ოფისში იმართებოდა თათბირები და თათბირებეზე ხშირად განიხილავდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმას, ისინი თათბირებზე ასევე გეგმავდნენ განსახორციელებელ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. მე გამოვხატე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობის და პროვოკაციული ქმედებების განხორციელების მიმართ, თუმცა ჩემი აზრი არ იქნა გათვალისწინებული პარტიის ხელმძღვანელობის მიერ, აღნიშნულიდან გამომდინარე, , - აცხადებს შაქრო კობაიძე.