გერმანია გვერდით უდგას საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში

გერმანია გვერდით უდგას საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის საბჭოს დადდებით გადაწყვეტილებას მიესალმება. 

„მივესალმები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის სასარგებლოდ მიღებულ გუშინდელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი მხრიდან  წინ გადადგმული ნაბიჯია.  საქართველომ ამის საფუძველი რეფორმების დაუღალავად განხორციელების შედეგად შექმნა",-ნათქვამია შტაინმაიერის განცხადებაში.

როგორც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, გერმანია გვერდით უდგას საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში.

შტაინმაიერის განცხადებას საქარტველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.