„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგების აღიარებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ”ნაციონალური მოძრაობა”, თუკი არჩევნები მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდება, ბაქრაძემ აღნიშნა რომ, ”ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელიც არჩევნების შედეგებს ყოელთვის აღიარებდა, მათ შორის დამარცხების შემთხვევაშიც.
”2012 წელს ჩვენ დავმარცხდით, ვაღიარეთ ეს და გადავედით ოპოზიციაში. ახლა ”ქართული ოცნების” ჯერია - უნდა აღიაროს დამარცხება. ჩვენ მზად ვართ გამარჯევებისთვის, მაგრამ არჩევნების შედეგებს ”ნაცონალური მოძრაობა” ყოველთვის აღიარებდა”, - განაცხადა ბაქრაძემ.