მანჰეტენის ხიდზე ვლადიმერ პუტინის ამსახველი ბანერი წარწერით „მშვიდობისმყოფელი“ გამოკიდეს

მანჰეტენის ხიდზე ვლადიმერ პუტინის ამსახველი ბანერი წარწერით „მშვიდობისმყოფელი“ გამოკიდეს

ნიუ-იორკში, მანჰეტენის ხიდზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ამსახველი ბანერი გამოჩნდა. ბანერის ფართობი 60 კვ/მ იყო წარწერით „მშვიდობისმყოფელი“. ადგილობრივი მედიის ცნობით, კრემლის ლიდერის გამოსახულებიანი ბანერი ხიდზე ერთი საათის განმავლობაში ეკიდა, სანამ პოლიციის თანამშრომლებმა მისი ჩამოხსნა შეძლეს.

ამ დრომდე უცნობია ვინ იყო აღნიშნული ქმედების ინიციატორი, სამართალდამცველები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ.

New York Post თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მანჰეტენის ხიდზე ბანერი ორმა ადამიანმა ჩამოკიდა.

„ჩვენ მივხვდით, რომ ბანერზე პუტინის გამოსახულება და რუსეთის დროშა იყო გამოსახული, წარწერაც დავინახეთ- „მშვიდობისმყოფელი“, თუმცა ჩვენ ვერ მივხვდით, რას შეიძლება გამოხატავედეს ეს ყველაფერი, ცხადი არ იყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

დღეს რუსეთის პირველი პირი საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავს, მას 64 წელი შეუსრულდა.