პრემიერმა შს მინისტრს არჩევნების დღეს კონკრეტული დავალება მისცა

პრემიერმა შს მინისტრს არჩევნების დღეს კონკრეტული დავალება მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს არჩევნების მშვიდობიანი ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პერიოდში, მშვიდობიანი გარემოს შექმნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შს სამინისტროს როლი.

"მოვუწოდებ შსს-ს, ბატონო გიორგი, თქვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნების გარემო.

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში. თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნას დაცული", - განაცხადა პრემიერმა.