"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარე, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
რაც შეეხება ბოლო ინციდენტს, რომელიც "ნაციონალური მოძარობის" ერთ-ერთ წევრს, გივი თარგამაძის საქმეს ეხება, ვოლსკი აცხადებს, რომ მას შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ.
"ვფიქრობ, რომ იყო რაღაც ხელოვნრული, ერთი კორცხელის თემა დარჩა. არცერთი დამნაშავე, ვინც მოუწოდებს, ან ახორციელებს ძალადობას, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი", - განაცხადა ვოლსკიმ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე, 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად იმყოფებოდა გივი თარგამაძე, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.