სულ რამდენიმე საათი გვაშორებს 8 ოქტომბერს, როდესაც უნდა ჩავატაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არჩევნები ნამდვილად არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის.
"პირველ რიგში მინდა, მოვუწოდო ყველა ამომრჩეველს, აუცილებლად მივიდეს არჩევენებზე და ხმა მისცეს საქართველოს უკეთეს, საქართველოს ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ 9 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს უკეთეს საქართველოში",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.