მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
არჩევნებამდე ორი დღით ადრე მან მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს ქვეყნის განვითარების გეგმა გააცნო და ის პრიორიტეტები დაასახელა, რომლებზეც გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტში იმუშავებს.
“მთაწმინდის საღამოების” დასკვნითი საღამო მთაწმინდის პარკში გაიმართა. შეხვედრას საზოგადოების ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.