იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, ვინც მოსამართლეებსა და სასამართლოს ნდობას შეურაცხყოფას მიაყენებს უნდა დაჯარიმდეს.
როგორც ლევან მურუსიძემ განაცხადა, სასამართლოზე მუდმივად მიდის მიზანმიმართული შეურაცხყოფა.
„თუ მხარე და არა ჩვეულებრივი მოქალაქე შეურაცხყოფას მიაყენებენ თავისი გამოსვლებით მოსამართლეს, სასამართლო სისტემას და არ მოიხდიან ბოდიშს, სასამართლო პროცესზე გამოცხადებისას უნდა იყოს დაჯარიმებული”, - განსაზღვრა მურუსიძემ.
კითხვაზე, როგორ მოხდება განსაზღვრება კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის მურუსიძემ აღნიშნა, რომ “როდესაც ადვოკატი და ამბობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუკანონებელი ეს არის კრიტიკა, როდესაც ამბობს, რომ მოსამართლეები ერთი -ორის გარდა არიან ხაჭაპურის მცხობელები და არავითარი განათლება არ აქვთ ,ეს არის შეურაცხყოფა”, - განაცხადა მურუსიძემ.