საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა, შეხვედრაზე სამართალწარმოებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ სასამართლოთა გადატვირთულობაზე, საქმეთა სიჭარბეზე, გაჭიანურებული სამართალწარმოების პრობლემებზე, რომლებიც გარკვეულწილად სხვადასხვა პოზიციებს წარმოშობს საზოგადოებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეები ზრუნავენ, ფიქრობენ და აქტიურები არიან იმ საქმეში, რომ მოისმინონ ყველა დასაბუთებული კრიტიკა და უპასუხონ ყველა დაუსაბუთებელ ბრალდებას, რომელიც მათ წინააღმდეგ იქნება გამოთქმული" -განაცხადა ნინი გვენეტაძემ.

ნინო გვენეტაძის თქმით, მომავალი საბჭოს სხდომაზე ისინი მოსამართლეთა კომუნიკაციების საკითხებზე ისაუბრებენ.