მნიშვნელოვანია, თავად საზოგადოებამ გამოიჩინოს კეთილგონიერება და პასუხისმგებლბა მხოლოდ სამართალდამცავ უწყებებს არ დაეკისროს

მნიშვნელოვანია, თავად საზოგადოებამ გამოიჩინოს კეთილგონიერება და პასუხისმგებლბა მხოლოდ სამართალდამცავ უწყებებს არ დაეკისროს

უამრავი მიმანიშნებელია, სადაც სააკაშვილი არეულობას, დაძაბულობას და დაპირისპირებას გეგმავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, ის სრულად იზიარებს პრემიერ-მინისტრის პათოსს და იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავე პირები კანონით გათვალისწინებული წესით დაისჯებიან.

”ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ტერორისტულ გარემოს და ახდენდნენ საკუთარ მოსახლეობაზე თავდასხმებს, იგივე არჩევნებთან დაკავშირებით კლავდნენ და ახორციელებდნენ ტერორს მასზე, ვინც მხარს არ უჭერდა, ეს ადამიანები ლაპარაკობენ. უამრავი მიმანიშნებელი ფაქტია, სადაც სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად გეგმავს არეულობას, დაძაბულობას და დაპირისპირებას. სამწუხარო ფაქტია, რომელსაც გამოძიება სჭირდება და არც ერთი დამნაშავე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. მე სრულად ვეთანხმები პრემიერის იმ მკაცრ განცხადებას, რადგან სასწორზეა ჩვენი სახელმწიფოს განვითარება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს პრევენციის მიზნით, რომ საარჩევნო სიტუაცია არ აირიოს, ვოლსკი პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია თავად საზოგადოებამ გამოიჩინოს კეთილგონიერება და პასუხისმგებლბა მხოლოდ სამართალდამცავ უწყებებს არ დაეკისროს.

”პრევენციის მთავარი მექანიზმი არის თითოეულ ჩვენგანში, მოსახლეობაში. საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ უნდა აჰყვეს რაიმე პროვოკაციას. თითის დაქნევა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებზე არ არის მართებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში არჩევნები და არჩევნების შემდგომი პერიოდი იყოს მშვიდობიანი”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.