ე.წ. სამხრეთ ოსეთი 8 ოქტომბერს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი 8 ოქტომბერს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვას გეგმავს. „უშიშროების კომიტეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 7 ოქტომბრის 20:00 საათიდან დროებით შეწყვეტს საზღვრის გაიოლებულ მონაკვეთზე ხალხის გატარებას. გამშვები პუნქტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმს 9 ოქტომბრის 07:00 საათიდან დაუბრუნდება“, - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში არჩევნების დღეს რადიკალურად განწყობილი ელემენტების მიერ პროვოკაციათა სერიები იგეგმება საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისთვის.