სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშირისო აეროპორტის მახლობლად მდებარე პოლიციის განყოფილებასთან აფეთქება მოხდა. CNN Turk-ის ცნობით, დაშავებულია ხუთი ადამიანი.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. აფეთების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების შედეგად ახლომდებარე შენობებში მინები ჩაიმსხვრა, დაზიანებულია ავტომობილები.
მიმდინარე წლის ივნისში ათათურქის სახელობის აეორპორტზე სამი თვითმკვლელის თავდასხმას 41 ადამიანი ემსხვრპლა. ტერაქტზე პასუხისმგბელობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.