რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს მოუწოდებს, მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ადგილებს მოერიდონ

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს მოუწოდებს, მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ადგილებს მოერიდონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს მოუწოდებს, მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ადგილებს მოერიდონ.

აღნიშნულ რეკომენდაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური-კრიზისული ცენტრი სოციალურ ქსელ Twitter-ში, ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ტურისტებისთვის რეკომენდებულია, მოერიდონ მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების ადგილებს“, - ნათქვამია განცხადებაში.