მარეგულირებელი კომისია:

მარეგულირებელი კომისია: "რუსთავი 2"-მა მოთხოვნილი დოკუმენტები სრულად ვერ წარმოადგინა

საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის განცხადებით, "რუსთავი 2"-მა GFK-ს კვლვებთან დკაავშირებით, მოთხოვნილ ვადებში, დოკუმენტაცია სრულად ვერ წარმოადგინა.

კომისიის განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტაციას შორის, არ არის განმარტებული "რუსთავი 2"- სა და GFK-ს შორის დადებული ხელშეკრულება და ასევე, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორ, ნიკა გვარამიას განცხადებით კი, კომპანია მოთხოვნილ ვადებში ვერ ჩაეტებოდა, რადგან კონტრაქტის შესრულებისგან ხელშეკრულების გასაჯაროების თაობაზე თანხმობა არ ჰქონდა მიღებული.

"დარწმუნებული ვარ, კომისია "რუსთავი 2"-თან მიმართებაში მეტ ყურადღებას იჩენს. თქვენ ამას ხელისუფლების დაკვეთით აკეთებთ. ინდეფერენტული ვარ, თუ რას დაადგენს ეს კომისია. ის მოითხოვს კვლევის საბაზისო შედეგებს, რაც ტელეკომპანიისთვის დაფარულია. რაც შეეხება კონტრაქტს, დღესვე შემიძლია წარმოგიდგინოთ", - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, შალვა რამიშვილმა GFK-ს და "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიას მიმართა. შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ "თავისუფალი ზონის" ყოფილ წევრ, ბესო კალაძისგან მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ აყალბებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" და კომპანია GFK.

მისივე თქმით, GFK-ს კვლევის მონაცემების მიხედვით, რომელიც ნოტარიუსთან იყო დალუქული და დღეს გაიხსნა, "ნაციონალურ მოძრაობას“ 12,5 პროცენტი აქვს და არა 26 პროცენტი, როგორც ეს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.