ლალი ფაფიაშვილი:   „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვა ხელოვნურად არ გაჭიანურებულა

ლალი ფაფიაშვილი: „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვა ხელოვნურად არ გაჭიანურებულა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, ე.წ გახმაურებულ საქმეებზე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები ამ საქმეებზე მას შემდეგ გამოცხადდება, როცა საქმეს ახალი მოსამართლეები შეისწავლიან.

როგორც ლალი ფაფიაშვილმა აღნიშნა, „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვის გაჭიანურება ხელოვნურად არ მომხდარა.

„როდესაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე რიგდება პროექტი ე.წ კაბელებისა და გიორგი უგულავას საქმეებზე, ზუსტად ერთი დღით ადრე, აქ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი არასწორია. სასამართლოს ერთი დღე ვერ ეყოფა ობიექტურად გადაწყვეტილების მისაღებად. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ერთი დღე არა, თვეზე ცოტა მეტი გვქონდა, თუმცა კოლეგია ამ საქმეს 7 თვე მსჯელობდა, პლენუმს კი ერთ თვეში გვთხოვდნენ გადაწყვეტილების მიღებას" - განაცხადა ფაფიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდის მოხდება ე.წ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება, ლალი ფაფიაშვილის განცახდებით, ეს ახალ მოსამართლეებზეა დამოკიდებული, რამდენი დრო დასჭირდებათ ამ საქმეების შესასწავლად.